ზვიად გამსახურდია

იანვარი 16, 2011

ზვიად გამსახურდიას ენობრივი ნორმების შესახებ

ზვიად გამსახურდიას ენობრივი ნორმების შესახებ მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევა ეკუთვნის პროფ. მანანა ტაბიძეს.

ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, მისი პერიოდიზაციისა და ნორმალიზაციის საკითხები მუდამ იყო ქართველ მწერალთა, თუ ლიტერატორთა ინტერესისა და ზრუნვის საგანი.

ზვიად გამსახურდია პოეტი გახლავთ, მაგრამ ამასთანავე, იგი შესანიშნავი მეცნიერიცაა,. ეს ბედნიერი შეზავება ორგვარი ნიჭისა, რაც საზოგადოდ კულტურისათვის უცხო მოვლენა არ არის, განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მის ენობრივ პოზიციას. მართებულად აღნიშნავს თავად ზვიადი, რომ მწერლის ენის შეფასებაში “ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მიმართულება, ორგვარი გზა ინტერპრეტაციისა: მწერლური და მეცნიერული, მაგრამ ამავე დროს, მწერლური დაუდევრობა და მეცნიერული პედანტიზმი ხშირად ხელისშემშლელადაც გვევლინება ტექსტოლოგიური პრობლემების  სწორი გააზრების გზაზე”. შესაბამისად, მწერლისა და მეცნიერის თვალთახედვის შეჯერება უდავოდ საყურადღებოა ენის განვითარების რთული გზის ანალიზისას.  ზვიადის მოსაზრებები ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება რამდენიმე საკთხად განაწილდეს: არქაული და ახალი ენობრივი მასალა, მწერლის ენა ნორმობრივი თვალსაზრისით, ორთოგრაფიის პრობლემა, ვულგარიზმები ქართულში, ტექსტოლოგიური კვლევა, ენობრივი ნორმები და ა.შ.

ზვიად გამსახურდიას ენობრივ შეხედულებათა ერთი ნაწილი მის ფუნდამენტურ სამეცნიერო შრომებშია განცხადებული, მეორე ნაწილი კი, საპოლემიკო ხასიათის წერილებშია მოცემული. შესაბამისადაა გაფორმებული ამ მოსაზრებათა ფორმულირებანიც – ზოგან ავტორი ანალიტიკოსია და მასალის მარჯვედ შერჩევისა და სათანადო თეორიული წინამძღვრების საფუძველზე ავითარებს აზრს, ზოგან კი მოკამათეა და კონკრეტულ ოპონენტს, ან ოპონენტთა ჯგუფს ეხმიანება.  ამის მიხედვით მისი საუბრის მანერა მონაცვლეობს ლოგიკოს-მეცნიერის თეორიულად დატვირთულ მსჯელობასა და სატირულ-ირონიულ გამონათქვამებს შორის. უნდა ითქვას, რომ ორივე ამ ხელოვნებას ზედმიწვდენით კარგად ფლობს ავტორი.

ზვიად გამსახურდიას ენობრივი იდეალი ქართული სალიტერატურო ენის უწყვეტობაა. იგი არ არის მომხრე ქართული ენის ძველ და ახალ ენებად დაყოფისა, აქ საკითხი თავისთავად გრამატიკული კლასიფიკაციის წინააღმდეგ კი არ არის დასმული, არამედ თანამედროვე სამწერლო ენაში “ძველი” ფორმების კანონიკური შეზღუდვის წინააღმდეგ. შემოქმედებისათვის ზვიადს საჭიროდ მიაჩნია “ენობრივი თავისუფლება”. იგი წერს: “ენა ინსტრუმენტია პოეტის ხელში, იგი ამუშავებს ენობრივ მასალას განწყობილების შესაქმნელად, რიტმი იმოსება ნივთიერ-სიტყვიერი ფაქტურით და იბადება პოეტური ქმნილება… შემოქმედებითი სული ვერ ეგუება ვერავითარ სტატიურ დოგმებს, ვინაიდან შემოქმედება თავად დინამიკაა, იგია თავად დინამიური სულის სინამდვილე”. ზვიადის მართებული  მოსაზრებით ზოგნი აკვიატებულად იჩემებენ, რომ არსებობს ორი ენა: ერთი ძველი (მკვდარი), ხოლო მეორე – ცოცხალი და ახალი: “უკანასკნელ ხანებში ჩვენში გავრცელდა შეხედულება, რომ “მაღალი სტილი მოკვდა” და იგი უნდა შეცვალოს ვულგარულ-ბანალურმა მეტყველებამ. ჰო, მაგრამ ერთი ვიკითხოთ, ვისთვის მოკვდა მაღალი სტილი? უწვრთნელი, ანტიესთეტური, ანტიპოეტური ბრბოსათვის, რომელსაც არ გააჩნია ამაღლებულის შეგრძნების უნარი. თუმც, აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ბრბოსთვის მაღალი სტილი ყოველთვის მკვდარი იყო, მის აღქმასა და დაფასებას სჭირდება “კაცი ვარგი”, რუსთაველის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ან “ვისაც აქვს სმენა გულისა” (ვახტანგ VI). ხელოვნების დამფასებელიც პიროვნება უნდა იყოს ისევე, როგორც თვით ხელოვანი. ემერსონი იტყოდა, არსებობს შემოქმედებითი კითხვა ისევე, როგორც შემოქმედებითი წერა”.

ზვიადი გულისტკივილით აღნიშნავს იმასაც, რომ პოეტური კულტურის დაკნინების ერთ-ერთი მიზეზი არის “ვულგარიზაცია” ენისა და ის ბანალური მეტყველება, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-=20 საუკუნის დასაწყისში შემოიპარა ქართულ პოეზიაში – და  ამ ფონზე სასურველად მიიჩნევს ძველი და ახალი ქართულის ენობრივი ფორმების ზომიერ ინტეგრაციას, ორგანულ შერწყმას, რაც სიძველისაკენ დაბრუნება კი არაა, ქართულის მთლიანობის დაცვააო, არნიშნავს მკვლევარი და მაგალითად მოჰყავს კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება. მართალია, ისინი არ იცავდნენ პედანტურად ძველი ქართული გრამატიკის კანონებს, თუმცა, აქტიურად იყენებდნენ ძველ ქართულ ფორმებს. სწორედ, ასეთი დიდი ავტორიტეტები უნდა იყვნენ მისაბაძი მაგალითი დამწყებ შემოქმედთათვის და არა გონებისა და გრძნობის სიდუხჭირის “სისადავედ და უშუალობად” გამსაღებელნი, ტრივიალური პროვინციალური უგემოვნების “ხალხურობად” მომნათვლელნი და “ახალი დროის” უნიჭო და უგერგილო ჰიმნოგრაფნი.

ზვიადი თავისი დროის კიდევ ერთ სენზე ამახვილებს ყურადღებას. ესაა ახალგაზრდა პოეტების განურჩეველი გატაცება ვერლიბრით. “ვერლიბრი ურთულესი ფორმაა ლექსისა, იგი მოითხოვს უდიდეს ვირტუოზობას, მუსიკალურ სმენას და პლასტიკურ შეგრძნებას ლექსის ფორმებისას, თუ იგი ჭეშმარიტი ვერლიბრია და არა მოშვებული პროზა, ვერლიბრის ფორმით დაწერილი. დასავლეთის დიდმა პოეტებმა, რომელთაც ვერლიბრი დანერგეს, ჯერ ბოლორითმოვანი ლექსის ფლობით დაამტკიცეს თავიანთი ოსტატობა… ვერლიბრი არ უნდა იყოს თავშესაფარი კლასიკურ, ბოლორითმოვან ლექსში ხელმოცარული პოეტებისა… ტ.ს. ელიოტის თქმით, ვერლიბრში ასე თუ ისე უნდა მოსჩანდეს ლანდი რომელიმე უბრალო მეტრისა, რასაც საოცრად ემთხვევა გალაკტიონის გამოთქმა “რიტმული ლანდები”. აი, ასეთი ლანდებისა და მაღალი არტისტიზმის გარეშე ვერლიბრი ნონსენსია, იგი ნიღაბია ანტიპოეზიისა. თმცა, ზვიადი მართებულად შენიშნავს, რომ ენის “ვულგარიზაციისა” და “დაკნინების” პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო და სულხან-საბას ლექსიკონი იყო გიგანტური ცდა ამ დაკნინების შესაჩერებლად”.

მკვლევარს სურს ხაზგასმით გამოკვეთოს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ყველა დროში საბედისწერო გაუგებრობას იწვევდა ფილოლოგებისა და ენათმეცნიერების ჩარევა ლიტერატურის საქმეებში. მწერალი, შემოქმედი, ენათმეცნიერულ კანონებს არ უნდა უგდებდეს ყურს, არამედ თავის შინაგან ხმას, რომელიც მას ხშირად კარნახობს ენის ჩვეულ ფორმათა დარღვევას.

ზვიად გამსახურდიას ენობრივი ორიენტაცია პრაქტიკულად წარმოჩინდა მის პოეზიასა და სამეცნიერო ნაწერებში. მისი ქართული მდიდარი და ლაღია, მასში დიდებულადაა შეზავებული “ძველი” და “ახალი” ლექსიკა, მოქნილია ფრაზეოლოგია, მთლს მის ნაღვაწს დიდი ნიჭისა და შემოქმედებითი კეთილსინდისიერების ნიშანი ადევს, მისი ქართულიც ასეთია – ნიჭითა და გრძნობით გაჯერებული. ასე წერა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ყოველი სიტყვა გულისგულამდე აქვს განცდილი, ვისაც სიყრმიდანვე აზიარებდნენ ქართველობის სიხარულსა და ქართული ენით სიამაყის მშვენიერ გრძნობას.

მისი ზოგი გამონათქვამი მწარე მოსასმენია ადრესატისათვის, მაგრამ “კარგი გამგონე” ასეთ დროსაც შეამჩნევს “კარგ მთქმელს”, რომელსაც ალაპარაკებს არა ვისიმე სიძულვილი, არამედ ყოველგვარ პირადულზე უფრო დიდის –  ქართული ენის სიყვარული, რაც ცხადად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან, რომელიც მან 1970-1971 წლებში ქართული კულტურის  საკითხებზე გამართული დისკუსიის დროს დაწერა თავისი ოპონენტების მისამართით> “ამთავითვე ავღნიშნავ, რომ მე იოტისოდენადაც არ მამოძრავებს ჟინი, ან სპორტული ინტერესი კამათში გამარჯვებისა, არც იმას მიველტვი, ვინმეს მოვუგო სიტყვა. ჩემი მთავარი მიზანია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. მე მსურს, უწინარეს ყოვლისა, ჩემს მოწინაღმდეგეებს სწორად გავურკვიო ჩემი პოზიცია, ვინაიდან ჩემის აზრით, მათი დაშვებული შეცდომების უმრავლესობა იმის შედეგია, რომ მათ ვერ განსაზღვრეს სწორად ჩემი პოზიციის არსი. ამანვე გამოიწვია მათი სუბიექტივიზმი და მცდარი წინამძღვრებიდან გამოტანილი მცდარი დასკვნები”.

ამ მოკლე ანალიზით ჩვენ გვსურდა გვეჩვენებინა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ზ. გამსახურდია ქართველ მწერალთა და პოეტთა მიერ ენის სიწმინდის დაცვას.

წყარო: სოფიო ღლონტი – ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი, თბ, 2007

%(count)s კომენტარი »

  1. ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად,მისი დამსახურებებია:

    1. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;
    2. საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით, საქართველოს დახსნა;
    3. საქართველოს დე იურე ცნობა 1992 წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;
    4. არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;
    5. უკანონო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება.
    6. 1991 წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია – ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;
    7. აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა, რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;
    8. აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართველოს ხელისუფლების მიერ (მთავრობის თავჯდომარე, პროკურორი, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო, პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);
    9. არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;
    10. რუსეთის ჯარებს მიანიჭა ოკუპანტის სტატუსი და ელცინს ხელი მოაწერინა მათი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაყვანაზე;
    11. საქართველოს თავი შესწირა. მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის ერთობლივ გაკონტროლებაზე (და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?!) უარით მან ხელი” მოაწერა” სიკვდილზე, რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!… წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელ ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა, მაშინ ტერიტორიების აფხაზეთის, სამაჩაბლოს გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა (შევარდნაძე, ჟვანია, სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი…), ან საკუთარ დედას ვინც გულიანად შეიგინებს(ლევან გაჩეჩილაძე)?!😡
    12. 100 000 კაციანი ამიერკავკასიის რუსული სამხედრო ოლქის შტაბი თბილისში იდგა და იმდენს ჩააბამდენ ჩვენს წინააღმდეგ ომში რუსები, რამდენიც საჭირო იქნებოდა გადატრიალებისათვის. ზვიადისთვის სისუსტის ცილისწამება უმადურობაა ,როცა მსოფლიომ გადაწყვიტა მხოლოდ ბალტიის სახელმწიფოების გაშვება სსრკ-დან და ზვიადმა მაინც მოახერხა დამოუკიდებლობის ფუნდამენტის საფუძვლის ჩაყრა 31 მარტის რეფერენდუმით.

    ბიმურზა აფრასიძე (დადეშქელიანი)

    კომენტარი by georgianeli — აპრილი 1, 2019 @ 4:34 PM


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: