ზვიად გამსახურდია

მარტი 10, 2011

ზვიად გამსახურდია – ქვაბავაზაკი

ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს
და არის სუკ-ის ერთგული ძაღლი,
ეკლესიისას აფერხებს წინსვლას,
სარწმუნოების მტერია ახლის*.
შენიღბულია წმინდა სამოსით,
როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი,
მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი,
არის მზაკვარი, დამტაცებელი.
იგი მამონას სახელით გნათლავს
და ბელზებელის სახელით გლოცავს,
ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს,
ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.
ამასხარავებს, ამოკლებს წესებს
ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,
მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს თესენ,
მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით.
აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში,
რათა დოსიე შეავსოს შავი,
ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში,
რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.
ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,
შავი დღისათვის იძენს ქონებას,
ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,
დააკარგვინებს თავს და გონებას.
შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი,
ლესბოსელნი და მამათმავალნი,
ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი,
გესლიანნი და ენამრავალნი.
ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი
ისე სწამს, როგორც მექა ან ქაბა,
მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის
გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად.
ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ,
რათა დაამხოს ღვთის ეკლესია,
მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს
და დაავიწყოს ღმერთი მესია.
წარწყმედილია სოდომის ცოდვით,
ის არ იხილავს ზეცას აროდეს,
მისი სახელი არის ჰიპოკრიტ*,
მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს.

——————————————————

“ახალ სარწმუნოებაში ნაგულისხმებია “ახალი აღქმა”
ჰიპოკრიტ – ბერძნ. ნიშნავს “ხანჟას”, “მოწმინდანოს”.

Advertisements

5 Comments »

  1. თემის ირგვლივ თინათინ მღვდლიაშვილის არანაკლები მნიშვნელობის ლექსი

    ინკვიზიცია საღვთო ქალაქში

    ორი ძველი შეთქმული, – გიურზა და მელია,
    დგანან საღვთო ქალაქში და პილატეს ელიან!
    და ელიან იუდას, – გამცემს, ისკარიოტელს,
    ჟამი უდგათ სერობის – კაიფას და ჰეროდეს!
    და მოფრინდა ზეციდან რკინის თეთრი ფრინველი,
    გავხდი დიდი დაცემის და ღალატის მხილველი!
    ავსულები დაძრწიან თითქოს გულის ფიცარზე,
    ჩამობრძანდა მაქცია ივერიის მიწაზე!…
    ქარია თუ წვიმაა?… წვიმაა თუ ქარია?…
    ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?…
    ალბათ ცაზე დაჰრიან მალემსბროლი მხედრები! –
    ამდენ სიმწუხარისგან ვბობოქრობ და ვხელდები! –
    იქნებ მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე? –
    ამეტყველდა სატანა რუსთაველის ენაზე!…
    წამიბილწა ავარამ მარგალიტი ქებული! –
    უვიცია, პატარა ბეჭებამოგდებული!…
    ვდგავარ გახევებული, ვით ვარ ამის ამტანი? –
    მგელს მიართვეს ტარიგად უცოდველი ბატკანი!…
    თითქოს შხამი შემასვეს – იუდასგან მოწვდილი! –
    ესეც კრავის ზეიმი!… ესეც კრავის ქორწილი!…
    და ცრემლიან წამებში მაგონდება წარსული! –
    ურწმუნოთა თარეში, ცოდვა წრეგადასული!
    სისხლიანი სამსჯავრო! სისხლიანი ჩვევები! –
    და ქვესკნელის სამყარო! – “ესპანური ჩექმები”!…
    ვატიკანის სივრცეში ფუნჯი მამათმავალთა!
    მწვალებლური ხატები – ეშმას შთამომავალთა!
    წმინდა პეტრეს ტაძართან – მოედანი “რჩეული”!…
    სენა – მყრალი გვამთაგან! ვერსალისთვის ჩვეული!
    ჯვაროსანთა ომები! – სისხლისღვრა და ხანძარი! –
    და ათონზე ღვთისმშობლის დარბეული ტაძარი!
    ვითომ ქრისტეს სახელით! – ავზნიანი მკვლელები! –
    და ქართველი ბერებით ჩაძირული გემები! …
    მერე სხივი მცირედი – “პაპთა ავინიონი” –
    სილა მაგრად გარტყმული! – სამშობლოში ვიიონის!..
    მერე ღამე ბართლომეს, – ხორცი ასგზის ნაკეპი!…
    უწმინდური ბალთაზარ და ორსული პაპები!…
    ვითომ უფლის სახელით! – ჯვრები აალებული!…
    და ლუციუს მესამე – ცეცხლით გააფრთებული!…
    ვითომ ქრისტეს სახელით! – მძვინვარება ავაზის!-
    ტორკვემადას მოკლული, – სული – ათიათასი!
    მოხარხარე ალქაჯნი – წამებულთა კვნესაზე!
    და ხალხების ჯალათი! – ინოკენტი მესამე!
    ჯოჯოხეთის ზეიმი! ლუციფერის ხლართები!
    გარეგნული “სიმშვიდე”, მანტია და ბაფთები!
    პირქუშ საპყრობილეში დაფარული გვარები! –
    და სულ ქრისტეს სახელით!
    და სულ ქრისტეს სახელით!
    და სულ ქრისტეს სახელით!
    სიკვდილი და გვამები!…
    და მოფორთხავს აფთარი, როგორც უხსენებელი! –
    ავგული და ავთვალი, ავად სახსენებელი!
    მათ ხომ მუდამ ყოველი”იცოდნენ” და “იციან”! –
    მობრძანდება თბილისში თავად ინკვიზიცია!..
    ქარია თუ წვიმაა?… წვიმაა თუ ქარია?…
    ზეცა შროშანისფერი, ნეტავი, რამ არია?…
    შრიალებენ ქარბუქში ჭადრები და ვერხვები
    და სივრცეში დაჰქრიან მალემსრბოლი მხედრები!
    იქნებ მთები დაიძრნენ ამ ჩემს გულის ძგერაზე?…
    ან მტრედები ატირდნენ ლექსთა ფოთოლცვენაზე?…
    ქარი აბნევს თბილისში, აზრებს – ათასნაირებს,
    იებსა და ენძელებს და იუდას ყვავილებს!…
    ვდგავარ გახევებული!… ვით ვარ ამის ამტანი?! –
    მგელს მიართვეს ტარიგად უცოდველი ბატკანი!…
    მიხოხავენ მცხეთისკენ რომის ტარტაროზები,
    დგანან სვეტიცხოველთან მთავარანგელოზები!…
    მიქაელი, გაბრიელ – სატახტოში ელიან, –
    როდია მობრძანდებიან გიურზა და მელია!…
    და იღვრება ზეციდან უფლის მადლი ულევი,
    და ჯარებად მოდიან უხილავი სულები.
    მზის სარკმლიდან ელავენ, როგორც იაგუნდები.
    ზეთისხილის რტოები და ცხრა დასის გუნდები.
    სამთავროსთან ნინო დგას, ნათლით გაბრწყინებული
    და მოჰქრიან გიორგის ძმები განრისხებილნი!…
    გუგუნებენ ზარები – ალავერდის, სიონის! –
    და ფეხზე დგას სამზეო მთელი კავკასიონის!
    ღმერთო, შემაძლებინე ამ წამების ატანა,
    როგორც ჩამოეხეტა, ისე წავა სატანა!
    წავა! წაეხეტება! – ენაგადმოგდებული!
    უვიცი და პატარა, და ბეჭამოგდებული!
    მე კი მცხეთას დამრჩება, ჩემი ძელი ცხოველი,
    ჩემი ჯაჭვის პერანგი – თეთრი სვეტიცხოველი!
    და იჟღერებს მარადის, მარგალიტი ქებული, –
    ჩემი ენა ქართული სულიწმინდით ცხებული!
    საქართველო ჩემია! – იცოდნენ და იციან!
    ვერ წამართმევს სამშობლოს პაპის ინკვიზიცია!

    კომენტარი by georgianeli — მარტი 10, 2011 @ 6:35 PM

  2. როგორც ლექსი, არაფრად არ ვარგა. თუმცა აქტუალურ საკითხს ეხება. გამსახურდიასა და კოსტავას ლექსები თემატურადაა საინტერესო, თორემ მეეჭვება ლიტ.კრიტიკას გაუძლოს.

    კომენტარი by gijmaj — მარტი 10, 2011 @ 6:46 PM

    • ზოგადად, თემატურად-მუდამ აქტუალურები იქნებიან, სანამ არსებობს ქართველი ერი.

      და რომ გეეჭვება, ცუდად გეეჭვება-სამგზის და მრავალგზის ცუდად

      კომენტარი by georgianeli — მარტი 10, 2011 @ 6:52 PM

  3. წითელი ინტელიგენციის ლიტ-კრიტიკას ვერ უძლებს? მერე ამისთვის უნდა მოეყენებინათ ქაშვეთის ტაძართან ქვემეხები და იქიდან ჭურვები დაეშინათ კანონიერი ხელისუფლებისათვის?! ეგ „ლიტ-კრიტიკა“ თავად ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას როგორც კაციჭამიური, ქართველთმოძულე და უკიდურესად ანტიქრისტიანული. ბრწყინვალე ლექსია ყველანაირად. ქართველი მამულიშვილების გულების გასახარი. შენ კი პუტჩისტური სიძულვილისგან განთავისუფლებას გისურვებ ერის საყვარელი შვილების სიყვარულში დაბრკოლებულო!

    კომენტარი by ლომისა — აპრილი 16, 2012 @ 6:44 PM

    • მართლაც, ის კრიტიკა, რომელიც ზემოთ იყო ნახსენები, წარმავალი დროის მოხარკეა. ასეთის ხვედრი კი ისტორიული ნაგავია

      კომენტარი by georgianeli — აპრილი 16, 2012 @ 8:00 PM


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: