ზვიად გამსახურდია

ოქტომბერი 25, 2012

Независимость и Православие, Нравственность и Духовность: Из Речи Новоизбранного Председателя Верховного Совета Грузии Звиада Гамсахурдиа 14 Ноября 1990

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 4:40 PM

Усилиями Национально-освободительного движения, непримиримой демократической оппозиции в текущем году в нашей стране впервые были проведены многопартийные демократические, несоветские выборы. На этих выборах грузинский народ выразил свою волю, он отдал мандат доверия авангарду национально-освободительного движения – на выборах победил избирательный блок “Круглый стол – свободная Грузия”! Поздравляю с этой победой друзья.

Грузинский народ проявил политическую зрелость, высокое национальное самосознание, грузинский народ доказал, что он готов к свободе.

Но, при этом, друзья, я должен отметить, что все отмеченное лишь начало новой и еще более важной войны, которую должна выиграть наша нация и имя этой войны Возрождение свободной, независимой Грузии.

… Следует отметить, что мы считаем преступность социальной проблемой, поскольку его создает общественно-политическая структура, в которой мы жили в течение долгих лет. Уничтожение религии, упадок морали, потеря и обесценение духовных идеалов, – это истинные основы преступности. Цивилизованный мир знает лишь один единственный и главный путь искоренения преступности, становления социальной гармонии: это возрождение религии, правильное воспитание молодежи, укоренение нравственных идеалов в общественной жизни.

В Условиях тоталитарного режима и диктатуры коммунистической идеологии огромная опасность навислане только над социальным, политической и экономическим бытием грузинской нации — но, прежде всего над его духовным и культурным существованием и над его культурными ценностями. В настоящее время, необходима радикальная реформа ныне существующих органов защиты культурного наследия.

Нельзя откладывать радикальную реформу системы образования … Необходимо восстановление полноценного преподавания истории и географии Грузии. Религиозное образование должно быть расширено, необходимо создать приходские воскресные школы и богословские факультеты в высших учебных заведениях.

Дорогие друзья! Наша справедливая борьба за свободу и независимость в центре внимания мира. Пусть знают все, что мы боролись и будем бороться за возрождение религиозных и национальных идеалов наших предков, так как судьба определила Грузии великую миссию.

Грузинская нация шла по тернистому пути истории ценой невиданных мучений, она всегда была защитницей морали и справедливости, она жертвовала плотью для сохранения духа, высшей целью она поставила служение истине, ради чего была многократно терзаема и повергнута мучениям со стороны варваров и язычников. Но грузинская нация прошла Голгофу истории, для того чтобы настало время ее воскрешения и возвышения, ее озарения перед народами мира — с тем, чтобы все человечество причастилось к свету милованному грузинской нации Богом. Не далеки те времена, когда Грузия станет примером нравственного величия для народов всего мира.

Дорогие друзья! Наше движение в первую очередь суть религиозное движение, потому что без религии нет истинного национального возрождения. Именно поэтому, сегодня, наш народ един с нашей церковью. Мы боремся против мрака безбожия и противозакония, наше правое дело под защитой провидения, и именно поэтому враг был побежден. Грузинская нация не пойдет путем Вараввы, путем безбожия, разбоя, терроризма. Путь грузинской нации это путь добродетели, радушия и любви – это путь Христа! – И ныне и присно и во веки веков!

Да будет благословенна Грузия – Удел Богородицы! Бог пребывает с нами!
Аминь!

 

წყაროНезависимость и Православие, Нравственность и Духовность: Из Речи Новоизбранного Председателя Верховного Совета Грузии Звиада Гамсахурдиа 14 Ноября 1990

 

სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან 1991 წლის 7 ივნისს

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 4:39 PM

28 ოქტომბრის შემდეგ განვლილი პერიოდი გახლდათ ურთულესი გამოცდა როგორც ხალხის ისევე მის მიერ არჩეული ხელისუფლების და მთავრობისათვის. ვინაიდან მძიმე და ეკლიანია თვისუფლებისაკენ მიმავალი გზა. მითუმეტეს ძნელია ამ გზაზე ყოველდღიური სიარული — როდესაც გაივლის პირველადი ენთუზიაზმი, გამოჩნდებიან პირველი, და სამწუხაროდ არა უკანასკნელი შეცთომილნი და გზააბნეულნი, როდესაც —ფიზიკური შეზღუდულობა ადამიანისაამქვეყნიური ხორცისმიერი პრობლემები თითქოს-და შურს იძიებენ შინაგანად უკვე თავისუფალ ერზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნება თავისუფლებაზე, სტიქიური მოქმედება მისი სახელით შეუდარებლად უფრო იოლი იყო, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი, რეალურ სამუშაოდ ქცეული ეროვნული აღორძინება.

დღეს უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ურყევია ქართველი ერის ნება დააღწიოს თავი იმპერიულ ბორკილებს. იგი თანმიმდევრულად და მტკიცედ ადგას ამ გზას. ეს არ გახლავთ მოულოდნელი: ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის დიდ გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი ეროვნული აღორძინების სახელით. აღორძინება კი განახლებისა და საკუთარი ჭეშმარიტი მეობისაკენ დაბრუნებას ნიშნავს. მხოლოდ ღვთის შეწევნითა და თითეული ჩვენგანის თავდაუზოგავი საქმიანობით შეიძლება მივაღწიოთ მას.

ქართველი ერის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციული ღირებულებანი  ეს არის ჩვენი წარსული, ეს არის ჩვენი სიამაყე. თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხი, რელიგიური მსოფლმხედველობისა და ეროვნული ცნობიერების აღორძინების საზოგადოება — ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი ბრძოლის შედეგი.

– საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის;

– ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას;

– საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც;

– სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან;

– დღევანდელი [საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი – რედ.] მოძრაობაც თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით;

– ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს – ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროსარა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს;

– სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას;

– ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას;

– სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიციმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება;

– სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს;

– ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება – საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთებისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე;

– მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმასრულებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა შესაძლებლობა იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

ქალბატონებო და ბატონებო

– ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

– ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის – ეს არის   მოწამოებრივი გზა, ქრისტემიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.

– ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი  საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის.

– ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის – დღეს ეროვნული ხელისუფლების ვალია იყოს ღირსი უდიდესი მისსიის – შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა – საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში.

დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან.
დაე აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

1991 წლის 7 ივნისი

წყარო:  სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან 1991 წლის 7 ივნისს

Il discorso del Presidente di Consiglio Supremo della Georgia, Zviad Gamsakhurdia (14.10.1990)

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 8:58 AM

Quest’anno con lo sforzo del movimento nazional-indipendentista della Georgia, dell’inconciliabile opposizione democratica nel nostro paese si sono svolti per la prima volta le elezioni multipartitici, democratici e non-sovietici. Il popolo georgiano ha mostrato la sua volontà in questi elezioni, esso ha trasmesso il mandato della fiducia all’avanguardia del movimento nazional-indipendentista – ha vinto il blocco elettorale “Tavola rotonda –Georgia libera”. Congratulazioni per questa vittoria, amici.

Il popolo georgiano ha dimostrato la grandissima maturità politica, l’alta coscienza nazionale, il popolo georgiano ha dimostrato, che è pronto per la libertà.

Ma allo stesso tempo, devo sottolineare, amici, che tutto ciò è l’inizio della lotta ancora più importante e lunga, nella quale il nostro popolo deve vincere e la quale si chiama la rinascita della Georgia libera, indipendente.

… Dobbiamo sottolineare, che riteniamo la criminalità come il problema sociale, perché esso deriva da quella formazione social-politica, nella quale abbiamo vissuto per anni e anni. La distruzione della religione, la corruzione della morale, il dimenticare ed il deprezzamento degli ideali spirituali – ecco, i veri inizi della criminalità. L’umanità civilizzata conosce soltanto un’unica e la principale strada per estirpare la criminalità e per fondare l’armonia sociale: il rinascere della religione, la retta educazione della gioventù, stabilimento degli ideali morali nella vita della società.

Le condizioni del regime totalitario e la dittatura dell’ideologia comunista hanno creato il grande pericolo non soltanto all’esistenza sociale, politica ed economica del popolo georgiano, ma prima di tutto alla vita spirituale e culturale ed ai valori culturali. Oggigiorno è necessario riformare radicalmente le strutture esistenti per difendere i beni culturali.

Non è possibile rinviare la riforma radicale del sistema dell’istruzione… Dobbiamo ristabilire l’insegnamento completo della storia georgiana e della geografia. Bisogna diffondere l’insegnamento della religione, creare le scuole parrocchiali settimanali e le facoltà teologici negli atenei.

Cari amici! La nostra lotta giusta per la libertà e l’indipendenza è sotto l’attenzione di tutto il mondo. Sappiano tutti, che noi abbiamo lottato e stiamo lottando per far rinascere gli ideali religiosi e nazionali dei nostri antenati, perché l’Iddio ha imposto la grande missione alla Georgia.

Il popolo georgiano ha percorso la strada della passione con il martirio mai visto prima, esso è stato sempre il difensore della morale e della giustizia, esso ha sacrificato la carne all’anima, ha imposto come la meta più alta il servizio della verità, per la quale è stato molte volte torturato e martirizzato dai barbari e dai pagani. Ma esso ha attraversato il calvario della storia per raggiungere il punto della resurrezione e dell’ascensione, della sua illuminazione davanti ai popoli del mondo, perché l’umanità condivida la luce della Georgia, ricevuta dalla grazia divina. E’ vicino il tempo, quando la Georgia diventerà l’esempio della grandezza morale per i popoli del mondo.

Cari amici! Il nostro movimento, prima di tutto, è un movimento religioso, perché senza la religione non esiste la vera rinascita nazionale. Per questo motivo il nostro popolo e la nostra chiesa oggi stanno insieme. Noi stiamo lottando contro la teomachia e l’oscurità dell’ingiustizia. La nostra giusta causa è protetta dalla Provvidenza e per questo abbiamo vinto il nemico. Il popolo georgiano non seguirà la strada di Barabba, la strada dell’ateismo, della criminalità, del terrorismo. Il percorso del popolo georgiano è il cammino della virtù, dell’indulgenza, della carità e di Cristo – ora e per sempre nei secoli dei secoli, amen!

Che sia benedetta la Georgia della Madre di Dio! Il Signore è con noi! Amen!

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან 1991 წლის 7 ივნსს

Независимость и Православие, Нравственность и Духовность: Из Речи Новоизбранного Председателя Верховного Совета Грузии Звиада Гамсахурдиа 14 Ноября 1990

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 8:29 AM

იხილეთ აგრეთვე: „სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა —
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან“

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მომდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩვენები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს — გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ — თავისუფალმა საქართველომ“! გილოცავთ ამ გამარჯვებას მეგობრებო.

ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული შეგნება, ქართველმა ერმა დაამტკიცა რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის.

მაგრამ ამასთან მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინება.

… უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს ის სოციალურ-პოლიტიკური წყობილება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით წლების მანძილზე. რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუფასურება – აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი და უმთავრესი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობამ: ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის პირობებში დიდი საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არა მხოლოდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ არამედ უწინარეს ყოვლისა სულიერ და კულტურულ არსებობას და კულტურულ ფასეულობებს. დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა.

გადაუდებელია განათლების სიტემის რადიკალური რეფორმა… უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება. უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ.

ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნით ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს მფარველობს განგება და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით. ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა და ქრისტეს გზაა — აწ და მარადის და უკუნისიადნ უკუნისამდე!

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

იხილეთ აგრეთვე :

Il discorso del Presidente di Consiglio Supremo della Georgia, Zviad Gamsakhurdia (14.10.1990)

Независимость и Православие, Нравственность и Духовность: Из Речи Новоизбранного Председателя Верховного Совета Грузии Звиада Гамсахурдиа 14 Ноября 1990


ოქტომბერი 13, 2012

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავას დაღუპვის წლისთავზე

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:29 PM

“ერთმა წელმა განვლო, გუშინ იყო ის შავი დღე, როდესაც მერაბი გამოგვაცალეს. არ ვიცი, რა შეედრებოდა ამ საშინელებას, გადავიტანდით თუ არა ამას მისი ძმები, მაგრამ ,ალბათ, ღმერთმა განგვაძლიერა, რამეთუ არ გვაქვს უფლება, რომ ჩავიმუხლოთ, თუნდაც. თავად მერაბის სულს შეაშფოთებდა ჩვენი დაცემა. მჯერა, როგორც თავად მერაბს სჯეროდა საიქიო სულის უკვდავება და ამით იყო იგი დიადი, ამით იყო იგი უძლეველი. თუ მან გაძლო იმ ჯოჯოხეთში, თუ მან ბოლომდე გაიტანა თავისი მსახურება, სწორედ ამ რწმენით, რომელიც განუზომლად იყო, განუზომლად და ის ამბობდა — მხოლოდ ამ რწმენით შეიძლებაო გამარჯვება, მხოლოდ ამ რწმენით გაიმარჯვებსო საქართველო, იქადაგა მან თავის შესანიშნავ ნაწარმოებებში და ეს დაამტკიცა მან თავისი გმირული ცხოვრებით.

მერაბის პიროვნებაში სარწმუნოება და გმირობა შეერთდა, სარწმუნოება და გმირობა — ორი რამ, რაც იხსნის საქართველოსაც და კაცობრიობასაც. ამით არის ის დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნათობი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი. ჩვენი ერის სულიერი მოძღვარი. ამით მოგვიძღვის იგი წინ. მივბაძოთ მის მაგალითს, შევიყვაროთ ურთიერთი და თუ საჭიროა, თავი დავდოთ მამულისათვის. მერაბი დღესაც უდიდესი გამაერთიანებელი ძალაა. მართალია, მისი ამ სოფლიდან გარდაცვალების შემდეგ, თავი აიშვეს ბნელმა ძალებმა საქართველოში, არნახულად აიშვეს თავი, არნახულად გადიდგულდნენ, გათავხედდნენ და შემოუტიეს ეროვნულ მოძრაობას, მაგრამ ისევ მერაბი დაამარცხებს მათ, მეგობრებო, იგი ფიზიკურად აღარ არის ჩვენთან, მაგრამ სულიერად ჩვენთან არის, საქართველოსთან არის. იგი არსად არ წასულა და მარადის ჩვენთან იქნება. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი და საუკუნოდ იყოს დიდება იმ ქვეყნისა, რომელსაც მან შესწირა თავი. როდესაც მერაბი მიწას მივაბარეთ, იმ შავ დღეს, ჩვენ შევფიცეთ, რომ ბრძოლით გიგლოვოთ, ძმაო, ბრძოლით, სხვა გლოვა შენ არ შეგფერის. ეს შევასრულეთ და უფრო მეტად უნდა შევასრულოთ. ჩვენი ბრძოლა ჩვენი მამულისათვის, ჩვენი იდეალებისათვის იქნება ნამდვილი ბრძოლა, ნამდვილი გლოვა მერაბ კოსტავასი, სხვაგვარი გლოვა გმირს არ შეჰფერის! მოდით, აღვუსრულოთ ეს ანდერძი და ამით ავუგოთ სამარადისო ძეგლი თავისუფალ საქართველოში!ღმერთი იყოს მისი სულის განმანათლებელი და ჩვენი მწყალობელი ამ წმინდა ბრძოლაში”.

ზვიად გამსახურდია, 1990 წლის 13 ოქტომბერი

Create a free website or blog at WordPress.com.