ზვიად გამსახურდია

ოქტომბერი 13, 2012

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავას დაღუპვის წლისთავზე

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:29 PM

“ერთმა წელმა განვლო, გუშინ იყო ის შავი დღე, როდესაც მერაბი გამოგვაცალეს. არ ვიცი, რა შეედრებოდა ამ საშინელებას, გადავიტანდით თუ არა ამას მისი ძმები, მაგრამ ,ალბათ, ღმერთმა განგვაძლიერა, რამეთუ არ გვაქვს უფლება, რომ ჩავიმუხლოთ, თუნდაც. თავად მერაბის სულს შეაშფოთებდა ჩვენი დაცემა. მჯერა, როგორც თავად მერაბს სჯეროდა საიქიო სულის უკვდავება და ამით იყო იგი დიადი, ამით იყო იგი უძლეველი. თუ მან გაძლო იმ ჯოჯოხეთში, თუ მან ბოლომდე გაიტანა თავისი მსახურება, სწორედ ამ რწმენით, რომელიც განუზომლად იყო, განუზომლად და ის ამბობდა — მხოლოდ ამ რწმენით შეიძლებაო გამარჯვება, მხოლოდ ამ რწმენით გაიმარჯვებსო საქართველო, იქადაგა მან თავის შესანიშნავ ნაწარმოებებში და ეს დაამტკიცა მან თავისი გმირული ცხოვრებით.

მერაბის პიროვნებაში სარწმუნოება და გმირობა შეერთდა, სარწმუნოება და გმირობა — ორი რამ, რაც იხსნის საქართველოსაც და კაცობრიობასაც. ამით არის ის დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნათობი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი. ჩვენი ერის სულიერი მოძღვარი. ამით მოგვიძღვის იგი წინ. მივბაძოთ მის მაგალითს, შევიყვაროთ ურთიერთი და თუ საჭიროა, თავი დავდოთ მამულისათვის. მერაბი დღესაც უდიდესი გამაერთიანებელი ძალაა. მართალია, მისი ამ სოფლიდან გარდაცვალების შემდეგ, თავი აიშვეს ბნელმა ძალებმა საქართველოში, არნახულად აიშვეს თავი, არნახულად გადიდგულდნენ, გათავხედდნენ და შემოუტიეს ეროვნულ მოძრაობას, მაგრამ ისევ მერაბი დაამარცხებს მათ, მეგობრებო, იგი ფიზიკურად აღარ არის ჩვენთან, მაგრამ სულიერად ჩვენთან არის, საქართველოსთან არის. იგი არსად არ წასულა და მარადის ჩვენთან იქნება. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი და საუკუნოდ იყოს დიდება იმ ქვეყნისა, რომელსაც მან შესწირა თავი. როდესაც მერაბი მიწას მივაბარეთ, იმ შავ დღეს, ჩვენ შევფიცეთ, რომ ბრძოლით გიგლოვოთ, ძმაო, ბრძოლით, სხვა გლოვა შენ არ შეგფერის. ეს შევასრულეთ და უფრო მეტად უნდა შევასრულოთ. ჩვენი ბრძოლა ჩვენი მამულისათვის, ჩვენი იდეალებისათვის იქნება ნამდვილი ბრძოლა, ნამდვილი გლოვა მერაბ კოსტავასი, სხვაგვარი გლოვა გმირს არ შეჰფერის! მოდით, აღვუსრულოთ ეს ანდერძი და ამით ავუგოთ სამარადისო ძეგლი თავისუფალ საქართველოში!ღმერთი იყოს მისი სულის განმანათლებელი და ჩვენი მწყალობელი ამ წმინდა ბრძოლაში”.

ზვიად გამსახურდია, 1990 წლის 13 ოქტომბერი
Advertisements

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: