ზვიად გამსახურდია

ოქტომბერი 25, 2012

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.გამსახურდიას სიტყვა 1990 წლის 14 ნოემბერს

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 8:29 AM

იხილეთ აგრეთვე: „სახელმწიფო და სარწმუნოება, ეკლესია და ზნეობრიობა —
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინაუგურაციო სიტყვიდან“

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მომდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩვენები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს — გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალმა მაგიდამ — თავისუფალმა საქართველომ“! გილოცავთ ამ გამარჯვებას მეგობრებო.

ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული შეგნება, ქართველმა ერმა დაამტკიცა რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის.

მაგრამ ამასთან მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინება.

… უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს ის სოციალურ-პოლიტიკური წყობილება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით წლების მანძილზე. რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუფასურება – აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი და უმთავრესი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობამ: ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის პირობებში დიდი საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არა მხოლოდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ არამედ უწინარეს ყოვლისა სულიერ და კულტურულ არსებობას და კულტურულ ფასეულობებს. დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა.

გადაუდებელია განათლების სიტემის რადიკალური რეფორმა… უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება. უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ.

ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნით ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს მფარველობს განგება და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით. ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა და ქრისტეს გზაა — აწ და მარადის და უკუნისიადნ უკუნისამდე!

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვდომილი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

იხილეთ აგრეთვე :

Il discorso del Presidente di Consiglio Supremo della Georgia, Zviad Gamsakhurdia (14.10.1990)

Независимость и Православие, Нравственность и Духовность: Из Речи Новоизбранного Председателя Верховного Совета Грузии Звиада Гамсахурдиа 14 Ноября 1990


Advertisements

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: