ზვიად გამსახურდია

სექტემბერი 12, 2015

ზვიად გამსახურდიას კომენტარი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” შესახებ (1991 წ)

80850

1991 წლის 23თებერვალი, ამონარიდი ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენციიდან, რომელიც უცხოელი ჟურნალისტებისთვის გაიმართა.  საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვა:

ბატონო ზვიად, გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთთან დაკავშრებით. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა და კიდევ ერთიც, საკავშირო პარლამენტსა და რუსეთის პარლამენტს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაობაა…

– მოგახსენებთ, ეს დადგენილება არის ყოვლად არაკომპეტენტური და უკანონო, ვინაიდან საგანგებო წესების გამოცხადება სამაჩაბლოს მთელ ტერიტორიაზე არ წყვეტს ცხინვალის პრობლემას, არ წყვეტს ოსი ექსტრემისტების ალაგმვის პრობლემას. ეს იქნება მიმართული ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს იქნება განმტკიცება ოსი ექსტრემისტების პოზიციებისა.

გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია მთელს საქართველოში, სადაც კი ოსები სახლობენ. მოგეხსენებათ, ასეთი რაიონები ძალზე ბევრია. ჩვენ ეს ვუთხარით აქ ჩამოსულ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვორონინს. ყველაფერი ეს ავუხსენით, დავუსაბუთეთ, იგი, თითქოსდა მართლაც შეფიქრიანდა, მაგრამ ამის შემდეგ რა პოზიციას დაიჭერენ, არ ვიცით.

ის წავიდა შემდეგ ცხინვალში და ახლა ისევ მოსკოვში გადაფრინდა. მაგრამ, მთავარი, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, და სჯობია ვიცოდეთ სიმართლე, ვიდრე თავი მოვიტყუოთ, ისაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი არის სინამდვილეში ცენტრისა და ოსი ექსტრემისტების ომი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არავითარი ეთნიკური კონფლიქტი არ არის..

ესაა ცენტრის სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ტერიტორიის ჩამოცილებას საქართველოდან. ეს უკვე იგეგმება. აი, ახლა მოგვივიდა წინადადება, რომ სამ დღეში შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა.

ჩვენ ამას, რასაკვირველია, არ გავაკეთებთ, ამის შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვა, რომელიც ჩვენს გარეშე შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას და როგორც ეს ყარაბაღში მოხდა, მოახდენს მთელი ამ ტერიტორიის იზოლირებას საქართველოსაგან.

ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს ტერიტორია დაკარგული იქნება საქართველოსათვის. აი, მიზანი ცენტრისა, რომელისთვისაც იგი იბრძვის ყოველნაირი საშუალებებით. მოხდა დეზინფორმირება საზოგადოების გარკვეული ნაწილისა. ეს იქნება, რასაკვირველია, კატასტროფული შედეგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ. იქნება ქართველი ერის ძალზე მწვავე რეაქცია.

ვიმეორებ, ცენტრის გეგმაა სამაჩაბლოს ჩამოცილება საქართველოდან. აი, ესაა მათი მთავარი მიზანი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, იქ რა ძალები ბატონობენ, ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი და ისინი ამ იმპერიალისტურ კურსს ემორჩილებიან, რასაკვირველია, მას უჭერენ მხარს. მაგრამ აი, რუსეთის უზენაესი საბჭოს გარკვეული ნაწილი ხედავს ამ უსამართლობას და ჩვენ უფრო გვიჭერს მხარს. გუშინ იყო, მაგალითად, ოსების მიერ მოწყობილი პრესკონფერენცია მოსკოვში. აწყობდა გენერალი ცაგოლოვი. იგი ექსტრემისტების ლიდერია, რომელიც ახლა პროფესორად შეინიღბა, მოუშვა წვერი ლევ ტოლსტოის მსგავსად.

ეს არის ტერორისტული ბანდების მეთაური, რომელიც დივერსანტებს აგზავნის სამაჩაბლოში. მოსკოვში იგი ცდილობს დიდი მშვიდობის მქადაგებლის როლში გამოსვლას, მაგრამ იქ ჩავიდნენ ოსი ლტოლვილები სამაჩაბლოდან და ეს პრესკონფერენცია ფაქტობრივად ჩაშალეს.ამხილეს იქვე ცაგალოვი და მისი ბანდა და მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მოტყუება. ამით აიხსნება ის, რომ გუშინ „ვრემია“ შედარებით ჩუმად იყო ამ საკითხზე და პრესაც ასე თუ ისე კორექტულად იქცევა. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ აინტერესებს ცენტრს. ცენტრს აქვს მიზანი. ცენტრის მიზანია ჩვენი დასჯა.

ჩვენი დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით და არ ვაწერთ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. და აი, ამისათვის იყენებს ცენტრი სამაჩაბლოს. ასეთია მდგომარეობა.

წყარო

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: