1995 წლის 27. ივლისს, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იკითხა: „რა შეცდომები ჰქონდა ზვიად გამსახურდიას?!“ როგორც ჩანს ვიღაცას კვლავაც აინტერესებს ზვიად გამსახურდიას „შეცდომები“. ამიტომ წარმოვადგენ არასრულ ნუსხას ამ „შეცდომებისა“, რომლებიც ქართველი და უცხოელი დემოკრატებისა კარგად არის ცნობილი. ვფიქრობ, აუცილებელია რომ დრო და დრო შევახსენოთ ეს „შეცდომები“ „დემოკრატებს“ რათა რომელიმე „შეცდომა“ არ დარჩეთ „გამოუსწორებელი“. ჯერ დავასახელებ უმთავრეს პოლიტიკურ „შეცდომებს“.
პირველი “შეცდომა”: 1990 წლის 28 ოქტომბერს ნამდვილ, პერიოდულ, პატიოსან დემოკრატიულ, მრავალპრტიულ არჩევნებში დაამარცხა კომუნისტები. დემოკრატიული მსოფლიოსთვის ეს იყო მოულოდნელი, უჩვეულო ფაქტი, რადგან “სამყაროს არქიტექტორ მამათა” გეგმით ხელისუფლებაში უნდა მოსულიყო ვინმე კომუნისტი, რომელსაც მერე გაადემოკრატებდნენ, და რომელიც, ცხადია იქნებოდა მარიონეტი. მათ სულაც არ სჭირდებოდათ “ნაციონალისტი” ზვიად გამსახურდია. “მსოფლიოს ბრძენმა მამებმა” ვერ გამოითვალეს ქართველი ერის დაუნჯებული უკვდავი ნება თავისუფლების მოპოვებისა და ღირსეულად ვერ შეაფასეს ზვიად გამსახურდიას ღვთივკურთხეული არსება. ამან გააოგნა და გაამწარა არა მხოლოდ დამხობილი კომუნისტები (რომლებიც გადმოკრატებას ელოდნენ), არამედ მთელი მსოფლიოს დემოკრატებიც, რადგანაც ზვიად გამსახურდიამ ხელი შეუშალა კომუნისტთა გადემოკრატების საერთაშორისო გეგმის განხორციელებას, ანუ როგორც უფრო მოგვიანებით განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, შავმა რასისტ-მასონმა ჯორჯ ბუშმა: “იგი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს”. რას იზამ, ზვიად გამსახურდია ხომ მთელი თავისი ცხოვრებით სულ მუდამ დინების საწინააღმდეგოდ ცურავდა! საპირისპიროდ ცოცხალი კალმახები მიცურავენ, ხოლო დინების გაყოლებით კო – ოდენ მკვდარი თევზები! იმ დროისთვის ზვიად გამსახურდია იყო ერთადერთი ხელისუფალი თავისი ქვეყნისა, რომელიც არ ემორჩილებოდა უცხოთა ნებას! ამიტომაც გამოაცხადეს “აგრესიულ ნაციონალისტად”, “დიქტატორად”.
მეორე “შეცდომა”: 1991 წლის 31 მარტს გამართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ისურვა დამოუკიდებლობა. გავიხსენოთ, რომ ეს რეფერენდუმი გაიმართა მაშინ, როცა ჯერაც არ იყო დაშლილი საბჭოთა კავშირი, პირიქით, 17 მარტის რეფერნდუმით რუსეთმა სცადა კიდევაც სსრკ-ს შენარჩუნება. გავიხსენოთ ისიც, რომ სსრკ-ს შენარჩუნებას ხმა მისცა ე.შევარდნაძემ, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო 31 მარტის რეფერენდუმში, რადგანაც არ იყო საქართველოს მოქალაქე. ეს ის დრო იყო როდესაც მ.გორბაჩოვი წამდაუწუმ ემუქრებოდა ზვიად გამსახურდიას აფხაზეთის და სამაჩაბლოს წართმევით. 31 მარტის რეფერენდუმის უმთავრესი პოლიტიკური ღირებულება ის იყო, რომ იგი გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მთლიან ტერიტორიაზე. ამის ფასი განსაკუთრებით ახლა ჩანს, როცა ე.შევარდნაძე ფიქრობს რეფერენდუმის მოწყობას ტერიტორიულად დაქუცმაცებულ ქვეყანაში, რათა იურიდიულადაც დააფიქსიროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩამოცილება!
მესამე “შეცდომა”: 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ აქტის საფუძველზე მიიღეს საქართველოს რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრად და არა შევარდნაძის ე.წ. “ავტორიტეტის”, “ფენომენის”, “დიდი პოლიტიკოსობის” თუ “მშვიდობის მტრედობის” წყალობით! ამის დასტურად წარმოგიდგენთ საქართველოში “გაერო”-ს მუდმივი წარმომადგენლის სტარჩევიჩის ნათქვამს: “რეფერენდუმის შედეგი და რამდენიმე დღის მერე 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი გახდა საფუძველი, რომ საქართველოს რესპუბლიკა მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში”. ჩვენთვის სამწუხარო კი ის არის, რომ ამავე სტარჩევიჩის თვალწინ მისივე წაყრუებით ე.შევარდნაძემ დამოუკიდებლობა დააკარგვინა საქართველოს და თავი ამოაყოფინა ე.წ. დსთ-ში!
მეოთხე “შეცდომა”: 1991 წლის 26 მაისს გამართა პრეზიდენტის არჩევნები, რომლის შედეგადაც საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად მოსახლეობამ აირჩია ზვიად გამსახურდია. სწორედ რომ პირველ პრეზიდენტად! საქმე ის არის, რომ დღევანდელი სოც.დემოკრატები პირველ პრეზიდენტად არასწირად მოიხსენიებენ ნოე ჟორდანიას, რომელიც იყო მთავრობის თავმჯდომარე. თანაც ცნობილია მისი პოზიცია, რომელიც თავდაპირველად სრულიადაც არ ითვალისწინებდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
მეხუთე “შეცდომა”: 1991 წლის 21 დეკემბერს ქ.ალმა-ატაში ხელი არ მოაწერა ახალ ე.წ. სამოკავშირო ხელშეკრულებას, რომელიც შემდგომ დასაბამი გახდა ე.წ. “დსთ”-ს შეკოწიწებისა. ზვიად გამსახურდიამ ამჯერადაც დინების საწინააღმდეგოდ გასცურა! შეგახსენებთ, რომ ბუშ-გორბაჩოვის იმ საიდუმლო გარიგებით, რომელიც შედგა მანამდე კუნძულ მალტაზე, საბჭოთა კავშირიდან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ ბალტიის რესპუბლიკები, დანარჩენი 12 კი უნდა დარჩენილიყვნენ მომავალ “დსთ”-ში. გაცნობებთ, რომ ეს ფაქტი ხმამაღლა დაადასტურა 1995 წლის ივლისის თვის ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბესმერტნიხმა. ზვიად გამსახურდიამ კი ჩაშალა ბუშ-გორბაჩოვის გეგმა: 1991 წლის 21 დეკემბერს 15:00 საათის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკა გახდა პოლიტიკურად დე-იურე დამოუკიდებელი ქვეყანა! ეს ვერ აიტანეს ქართველმა კომუნისტებმა და უცხოელმა დემოკრატებმა – 1991 წლის 22 დეკემბერს ყუმბარები დაუშინეს ზვიად გამსახურდიას! ეს იმ დროს, როცა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ბევრმა ქვეყანამ ცნო, ხოლო მათი რიცხვი 26 იყო 1992 წლის 6 იანვრისთვის, როცა ზვიად გამსახურდიამ დასტოვა უზენაესი საბჭოს შენობა.
მეექვსე “შეცდომა”: უპირველესადვე იზრუნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაზე. გავიხსენოთ, რომ უკვე 1990 წლის 14, 15, 22 ნოემბერს, 11, 26 დეკემბერს, 1991 წლის 29 იანვარს, 27,28 თებერვალს, 20 მარტს და სულ ბოლოს მაისის თვეში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ კანონებით შეიტანა ცვლილებები და დამატებები 1978 წლის კონსტიტუციაში. გაცხადდა, რომ ეს კონსტიტუცია იყო გარდამავალი დროის კონსტიტუცია, რომელიც თანმიმდევრულად უმჯობესდებოდა და ბოლოს მიიღებდა სრულიად დახვეწილ სახეს, შესაბამის საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებისა. ამ ფაქტის განსაკუთრებული ღირებულება გამოჩნდა დღეს როცა ე.შევარდნაძის უკანონო მართველობა ასე საცოდავად ჯახირობს კონსტიტუციის მისაღებად!
მეშვიდე “შეცდომა”: საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსის ჯარს მიანიჭა საოკუპაციო ჯარის სტატუსი.
მერევე “შეცდომა”: შეინარჩუნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მოქნილი პოლიტიკით თავიდან აიცილა ე.წ. “ეთნო კონფლიქტი” აფხაზეთში; გააუქმა ე.წ. “სამხრე ოსეთის ავტონომიური ოლქი”; შეაჩერა დემოგრაფიული ექსპანსია მესხეთელი თურქებისა, აღკვეთა უცხოთა მიერ ქართველთა და აფხაზთა გენოციდის განხორციელების მზაკვრული გეგმა და სხვა.
მეცხრე “შეცდომა”: საგანგებოდ იზრუნა კავკასიის სახლის შემქმნაზე (ამ მიზნით სცნო ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა).
მეათე “შეცდომა”: ამხილა ამორალობა კაპიტალიზმისა. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1977 წელს დაწერა ზვიად გამსახურდიამ ცნობილი გაფრთხილება-მხილება: “დილემა კაცობრიობის წინაშე”, რომელიც ავტორთან ერთად 1977 წლის 7 აპრილს დააპატიმრეს და განთავისუფლდა მხოლოდ 1991 წლის იანვარში (იხ.”ლიტ.სქ”, 28.ივნისი, 1991წ.). ამ წერილის დედააზრი მოკლედ ასეთია: მართალია კაპიტალიზმმა ადამიანებს მისცა მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ სამაგიეროდ გამოუფიტა სულიერი სამყარო, შეჰყარა უზნეობანი. საინტერესო ფაქტია, რომ ამ დასკვნამდე თვით კაპიტალიზმის სამფლობელოშიც ბევრი მივიდა. მოვიხმობ მხოლოდ ერთ მაგალითს: ჟურნალ “ამერიკის” (რუსულ ენაზე) 1991 წლის აპრილის თვის ნომერში დაბეჭდილია ინგლისელი ისტორიკოსის პოლ ჯონსონის სტატია, რომელსაც აქვს მეტად საგულისხმო სათაური – “გავხადოთ კაპიტალიზმი მორალური”. გთავაზობთ ერთ ნაწყვეტს ამ სტატიიდან: “ადამიანი ხომ არა მხოლოდ ხორციელი არამედ სულიერ არსებაც არის, და ის ვერ იქნება კმაყოფილი, თუკი არ გძნობს, რომ ემსახურება ზნეობრივ მიზანს, თუნდაც ფართობითად არასრუყოფილად. აი, ამ მხრივ კაპიტალიზმი ნაკლულოვანია”. “კაპიტალიზმი მისი სიძლიერის და ეფექტურობის საფუძველი – საბაზრო სისტემა – ისახავს მხოლოდ ერთ მიზანს. ის ბრმა არის ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის კლასობრივი და რასსიული კუთვნილება, კანის ფერი, რელიგია და სქესი, ნაციონალურობა და რწმენანი, კეთილი და ბოროტი. ის მატერიალურია, უგულოა და დაცლილია ადამიანურ თვისებათგან”. “სადამდე მიგვიყვანა ამან? სერიოზულ მორალურ პრობლემებამდე. შემიძლია ეს გამოვსახო ერთი ფრაზიდ: როგორ შთავბეროთ ზნეობრივი არსი კაპიტალიზმს ტრიუმფალურ სვლაში?”. დილემა კაცობრიობის წინაშე იმის გამო გაჩნდა, რომ კაპიტალიზმმა ხელყო ბიბლიური წესი ადამიანის ცხოვრებისა: ჯერ სული, მერე ხორცი ანუ ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას. სულაც არ მიკვირს, როცა მასონი ჯორჯ ბუში აცხადებს: “ამერიკის კომერციული, პოლიტიკური და საერთაშორისო კეთოლდღეობის ფუნდამენტად იქცა აშშ-ს კონსტიტუცია…” როგორც ვხედავთ, აქ პირველ ადგილზედ დგას კომერციული კეთილდღეობა და არც კი არის ნახსენები სულიერი, ზნეობრივი, მორალური კეთილდღეობა! ჯორჯ ბუშის ფონზე ცოტა მიკვირს (და არც მიკვირს) ქართველი ბიბლიოლოგის, ფოლკლორისტის პროფესორ ზურაბ კიკნაძის ამონაკვნესი: “სამწუხაროდ, სწორი აღმოჩნდა თეზისი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას” (“საქართველო” N.21, 1994 წელი). აი ზვიად გამსახურდია კი სულ მუდამ ბიბლიური წესით ცხოვრობდა თავად და იღვწოდა კიდეც იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის სახელმწიფროება აეგო, უპირველესად სულიერი, ზნეობრივი, მორალური სრულყოფილების და არა კომერციული კეთილდღეობის საფუძველზე. მსოფლიოს ქვეყნებს სთავაზობდა, რომ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის და ურთიერთობის პრიორიტეტულ პრინციპად ყოფილიყო უმაღლესი ზნეობრიობა და არა ეკონომიკური შესაძლებლობანი.
ასეთი თვალსაზრისი კი იმ ეტაპზე მიუღებელი აღმოჩნდა კაპიტალიზმისათვის, და ამიტომ გააცხადა ჯორჯ ბუშმა, რომ ზვიად გამსახურდია „მიცურავსო დინების საწინააღმდეგოდ“! სწორედ მის ამ განცხადებას მოჰყვა დევნა ზვიად გამსახურდიასი!
გიორგი არქანია – მითები ზვიად გამსახურდიას შესახებ
კომენტარი ავტორი georgianeli — აპრილი 1, 2017 @ 5:59 PM
ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად,მისი დამსახურებებია:
1. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;
2. საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით, საქართველოს დახსნა;
3. საქართველოს დე იურე ცნობა 1992 წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;
4. არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;
5. უკანონო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება.
6. 1991 წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია – ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;
7. აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა, რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;
8. აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართველოს ხელისუფლების მიერ (მთავრობის თავჯდომარე, პროკურორი, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო, პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);
9. არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;
10. რუსეთის ჯარებს მიანიჭა ოკუპანტის სტატუსი და ელცინს ხელი მოაწერინა მათი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაყვანაზე;
11. საქართველოს თავი შესწირა. მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის ერთობლივ გაკონტროლებაზე (და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?!) უარით მან ხელი” მოაწერა” სიკვდილზე, რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!… წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელ ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა, მაშინ ტერიტორიების აფხაზეთის, სამაჩაბლოს გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა (შევარდნაძე, ჟვანია, სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი…), ან საკუთარ დედას ვინც გულიანად შეიგინებს(ლევან გაჩეჩილაძე)?!😡
12. 100 000 კაციანი ამიერკავკასიის რუსული სამხედრო ოლქის შტაბი თბილისში იდგა და იმდენს ჩააბამდენ ჩვენს წინააღმდეგ ომში რუსები, რამდენიც საჭირო იქნებოდა გადატრიალებისათვის. ზვიადისთვის სისუსტის ცილისწამება უმადურობაა ,როცა მსოფლიომ გადაწყვიტა მხოლოდ ბალტიის სახელმწიფოების გაშვება სსრკ-დან და ზვიადმა მაინც მოახერხა დამოუკიდებლობის ფუნდამენტის საფუძვლის ჩაყრა 31 მარტის რეფერენდუმით.
ბიმურზა აფრასიძე (დადეშქელიანი)
კომენტარი ავტორი georgianeli — აპრილი 1, 2019 @ 4:34 PM