ზვიად გამსახურდია

ნოემბერი 18, 2019

თომას ს. ელიოტი – ჰიპოპოტამი (ზვიად გამსახურდიას თარგმანი)

1
მხარ-ბეჭიანი ჰიპოპოტამი,
ლაფში ნებივრობს თავისი ღიპით,
თუმცა გვგონია მკვრივი, მაგარი,
აგებულია ხორცით და სისხლით.
სისხლი და ხორცი სუსტია, მოწყვლადი,
ნერვული შოკის მსხვერპლი საკვირველი,
ნამდვილი ეკლესია მყარია, მარადი,
რადგანაც კლდეა მისი საძირკველი.
მხდალ ჰიპოს ნაბიჯები შეიძლება აერიოს
და ხეტიალისას დაებნეს გონება,
ნამდვილი ეკლესია კი არასდროს ეცადოს,
რომ შეაგროვოს ფული და ქონება.
მაღლა ვერ მიწვდება ჰიპოპოტამი,
და ვერ შეაწყვეტს მანგოს ხეს მანგოს,
მაგრამ ეკლესიას ბროწეულ-ატამი
ზღვის გაღმიდანაც მისწვდა და არგო.
მძუნაობის ჟამს ჰიპოთა ძახილი
იცვლება და ყალბი ნოტები ერთვიან,
მაგრამ ყოველ კვირას სიამით აღვსილი,
ვისმენთ რომ ეკლესია და ღმერთი ერთია.
ჰიპოპოტამის დღეები მიდის
ნებიერ ძილქუშში, ღამით კი ნადირობს,
უფალი მოქმედებს იდუმალი გზებით,
ეკლესიას თან სძინავს და თანაც ნადიმობს.
მე დავინახე ფრთების წყალობით
პოტამმა ფრენით დასტოვა სავანა,
და ანგელოსნი დასტად, გალობით
ღმერთს ადიდებდნენ, ჟღერდა ოსანა.
კრავების სისხლი ჩამოჰბანს წმინდად,
ჩაეხუტება სამოთხის მკლავებს,
შეუერთდება ის რიგებს წმინდანთ,
ოქროს არფაზე აკვნესებს ჰანგებს.
და განიბანოს თოვლივით თეთრად,
წამებულ ქალწულთა ის სანაწილეში,
ნამდვილი ეკლესია კი ქვემოთ დარჩება,
გამოხვეული ძველ და მყრალ ნისლებში.

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: