ზვიად გამსახურდია

აპრილი 2, 2020

ზვიად გამსახურდია და დასავლური ორიენტაცია

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 8:26 AM

ZviadGamsakhurdia28

„ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია სადისტური ფილმების კულტი, ან თუნდაც დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა ჩვენს სამშობლოში, საქართველოს ბუნებრივ წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, საწარმო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისთვის და სხვა. „აი ასეთ „დასავლურ“ ორიენტაციას ვგმობ… დასავლეთის ცივილიზაცია, ხელოვნება, ფილოსოფია, პოლიტიკური ნააზრევი, სოციალური და სამართლებლივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ“.

წყარო: ღია წერილი საქართველოს ტელევიზიისადმი (ორიენტაციათა შესახებ) // ქართული აზრი. – 1992. – 1 ივნისი. – № 24

Blog at WordPress.com.