(ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას)
ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან,
სატანის ლახვარს შეაგებე მკერდი დევური.
ციდან ღვარცოფი ინთხეოდა, წუნწუბის, ლავის,
მაგრამ ვინ ნახა დადუმება მედგარი მკლავის!
დნეპრი იწვოდა. პროჟექტორი ღამის მთევარი
ზეცის იარებს აშიშვლებდა. გუგუნი ზართა
ეჯიბრებოდა კანონადის გრიალს განგაშით,
ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან.
მიწის რყევაში, მიწის დგანდგარში
გურამიშვილის გამხნევებდა დიადი ლანდი;
ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი.
დღეს შენს საფლავზე ზუბოვკიდან მოაქვთ ყვავილნი,
გესალმებიან უკრაინის სავსე თაველნი.
იანვარი 25, 2022
ზვიად გამსახურდია – ქართველი ჯარისკაცი კიევთან
2 Comments »
RSS feed for comments on this post. TrackBack URI
მადლობა ამ შესანიშნავი ლექსისთვის…
ეს ალბათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეხება…
საინტერესოა, რომ დღეს აქვეყნებთ..,
დღევანდელ კიევს არაფერი აქვს საერთო მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან!
მაშინ ჰიტლერი იყო კაცობრიობის მტერი…თუმცა, მაშინაც აშშ-დან პრესკოტ ბუშის საბანკო ანგარიშებიდან ფინანსდებოდა ჰიტლერი…
დღეს კი სამწუხაროდ, აშშ-ბრიტანეთისა და მათი დასავლური ვასალების “დემოკრატია” და კაცობრიობაზე “მზრუნველობა” ანგრევს სამყაროს…
ამიტომ, არ ვიცი, თქვენი მხრიდან რას ემსახურება დღეს ამ ლექსის გამოქვეყნება…
2008 წლის აგვისტო მეორდება უკრაინაში… მაშინაც ჩინეთში მსოფლიო ოლიმპიადის გახსნის დღე შეურჩიეს ავადმყოფ სააკაშვილს ომის ლორდებმა აშშ-დან…
განსხვავება მხოლოდ სეზონურია – ამჯერად ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის გახსნას უმიზნებენ მსოფლიო დემომრატები”!!!
უკაცრავად, მაგრამ შედარება არ გამოგივიდათ!
ზვიად გამსახურდია არასდროს ამართლბდა აგრესიას და უმიზნო კაცთა კვლას!
Sent from my iPhone
კომენტარი ავტორი Nani Tatiashvili — იანვარი 25, 2022 @ 1:58 PM
ქალბატონო, საქართველოს პირველმა და დღემდე ერთადერთმა ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა ეს ლექსი თავისი ბიძის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც კიევის მისადგომებთან დაიღუპა. რაც შეეხება, გერმანიას, რუსებზე არანაკლები მილიტარისტული სახელმწიფო იყო, მაგრამ ორი მსოფლიო ომის შემდეგ ისწავლეს ჭკუა და უფრო ცივილური მეთოდები აირჩიეს მსოფლიო ლიდერობისთვის. დღეს ისევ წამყვანი ქვეყანათაგანია. რაც შეეხება რუსეთს, დღემდე წარსულში არიან ჩარჩენილები და არ გადაუახვევიათ სამხედრო მენტალიტეტისაგან. ამიტომ, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს იყვნენ მსოფლიოს თავის ტკივილი, იგივე არიან ახლაც. ალბათ, დამეთანხმებით, რომ აშშ-ს და ბრიტანეთს, რომლებიც რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას პრინციპულად და უწყვეტად აღიარებენ, არ დაუპყრიათ საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო და იქიდან არ გაუყრიათ ნახევარი მილიონი ქართველი. იგივე ეხება უკრაინასაც დღეს – აშშ და ბრიტანეთი არ ესხმიან მას თავს, არამედ რუსეთი აპირებს ამის გაკეთებასა. დასავლეთის ოფიციოზი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, კრემლი კი პირიქით, ყირიმს და დონბასს არ ეშვება.
კომენტარი ავტორი georgianeli — იანვარი 25, 2022 @ 5:39 PM