ზვიად გამსახურდია

ივლისი 8, 2010

ზვიად გამსახურდიას სიტყვა 1989 წლის 26 მაისს


“საქართველოს ძენო და ასულნო!

ძმანო და დანო! გეორგიანნო!

ქრისტეს აღსდგა! ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოფა დღიდან დასაბამისა ადასტურებს რომ ჩვენთან არს ღმერთი და რომ ჩვენთან მარადის იქნება ღმერთი. და ამ რწმენით, და ამ შეგნებით ვძლიეთ უთვალავ მტრებს, ბნელეთის ძალებს, ბნელეთის იმპერიებს და ბნელეთის იმპერიათა შორის უდიდესსა და უბოროტესსაც დავამარცხებთ! რამეთუ ჩვენთან არს წმინდა გიორგი, რამეთუ ჩვენთან არს წმინდა სისხლი ჩვენი მოწამეებისა, რომელიც დაიღვარა საქართველოსთვის, დაიღვარა ქრისტესთვის, კვლავაც დაიღვარა 9 აპრილს! დიახ, მოწამეთა სისხლი, რომელიც შეუერთდა იმ წმინდა მოწამეთა სისხლს, ასიათასთა და მრავალთა ბევრთა მოწამეთა სისხლს და ეს მოწამეთა სისხლი გვიხსნის ჩვენ, მეგობრებო!

ეს არის ჩვენი ერის გზა. სხვა გზა ჩვენს ერს არ გააჩნია. ჩვენი გზა არის მოწამეობრივი გზა, გზა ქრისტესი, გზა ეკლის გვირგვინისა, ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!

წმინდა გიორგის ხატზე, ქართულ ხატებზე, დრაკონის ადგილას გამოხატულია რომის იმპერიის სიმბოლო — დიოკლეტიანე, რომელსაც წმინდა გიორგი გმირავს სიმართლის და ვაჟკაცობის შუბით. ასევე განგმირავს საქართველო დრაკონის ახალ იმპერიას!

გაუმარჯოს, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ქრისტიანულ, უძლეველ საქართველოს!”

2 Comments »

  1. მე პატივს ვცემ ზვიადის ხსოვნას! მთლიანად ვარ დარწმუნებული, რომ მას სულით ტერფამდე უყვარდა თავისი სამშობლო და ერთი წამით არ უღალატნია მისთვის, ამიტომ ის მოკლეს და წამებულია. მიუხედავად ამისა მინდა გამოვთქვა გაკვირვება: ქვეყნის მეთაური ასე არ უნდა ლაპარაკობდეს! ეტყობა არ ჰქონდათ გააზრებული იმ მგომარეობის სირთულე, რომელშიც მაშინ ჩვენი ქვეყანა იმყოფებოდა! ვისაც მისი ბოლო რამდენიმე ინტერვიუ აქვს წაკითხული დამეთანხმება ალბათ, რომ მან მოგვიანებით დაინახა და გაისაზრისა იმ ბოროტების ნამდვილი სახე და არსი, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავზე. კარგად გაიგო პატარა ერებისთვის საიდან მოდიოდა საფრთხე. ეროვნული ლიდერები მოვალენი იყვნენ სცოდნოდათ, თუ რა ძალებთან მოუწევდათ დაპირისპირება. ისინი მასონურ-სოროსული დისიდენტური მოძრაობიდან გამოვდნენ და ჰქონდათ მცდარი წარმოდგენა რეალობაზე. მასონურ სოროსულმა ძალებმა ჯერ გამოიყენა ქართული ეროვნული მოძრაობა თავისი მზაკვრული მიზნების მისაღწევად, მერე კი შევარდნაძეს და მის ბანდიტურ ფორმირებებს გაასრესინეს ის!!!
    – სამწუხაროდ დღეს საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, კვლავ გვჭირდება ის ეროვნული აღფრთოვანება, რაც ჩვენ ხალხს ზვიადის დროს ჰქონდა (1988-1991 წლებში)!!!

    კომენტარი ავტორი შოდა — თებერვალი 5, 2024 @ 4:22 PM

    • კაით ერთი… პირწმინდად კრემლისტური ნარატივი. იმის მსგავსი, რომლის მიხედვითაც “ზვიადი დიდი პატრიოტი იყო, მაგრამ სუსტი პოლიტიკოსი”. რუსეთის იმპერიამ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა თავისი აქაური ფილიალის მეშვეობით და კიდევ მასონები და სოროსისკენ თითის ისე გაშვერა, ერთჯერ არ ახსენო რუსეთი? ეშველება ყველაფერს, სულ ასე არ იქნება.

      კომენტარი ავტორი georgianeli — თებერვალი 5, 2024 @ 7:13 PM


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.