ზვიად გამსახურდია

იანვარი 25, 2022

ზვიად გამსახურდია – ქართველი ჯარისკაცი კიევთან

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 1:34 PM

(ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას)

ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან,
სატანის ლახვარს შეაგებე მკერდი დევური.
ციდან ღვარცოფი ინთხეოდა, წუნწუბის, ლავის,
მაგრამ ვინ ნახა დადუმება მედგარი მკლავის!
დნეპრი იწვოდა. პროჟექტორი ღამის მთევარი
ზეცის იარებს აშიშვლებდა. გუგუნი ზართა
ეჯიბრებოდა კანონადის გრიალს განგაშით,
ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან.
მიწის რყევაში, მიწის დგანდგარში
გურამიშვილის გამხნევებდა დიადი ლანდი;
ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი.
დღეს შენს საფლავზე ზუბოვკიდან მოაქვთ ყვავილნი,
გესალმებიან უკრაინის სავსე თაველნი.

Create a free website or blog at WordPress.com.